пятница, 24 июня 2011 г.

ჩემი სახელის განმარტება

     ჩემს სახელს  მარიამს (ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. " შეუპოვარი ", " დაუმორჩილებელი ", " უარმყოფელი " ; 2. " მწარე " ; 3. " ქალბატონი " ; 4. " საყვარელი უფლისა ". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში.   საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა:) , მარუსია.
    საქართველოში ამჟამად დარეგისტრირებულია 63956 მარიამი და მათი 80% 1988-1990 წლებშია დაბადებული (მათ შორის მეც:) )
  

Комментариев нет:

Отправить комментарий