понедельник, 20 июня 2011 г.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია



    გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ძალიან შეყვარებული ციურ სხეულებზე,ვარსკვლავებზე,მთვარეზე და ასევე გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას აქვს ნაკლები ინფორმაცია საქართველოს ერთ-ერთ მნიშვენლოვან სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაზე "აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაზე",გადავწყვიტე ცოტა რამ მოგიყვეთ მის შესახებ..    

    მისი დაარსების ისტორია იწყება XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც აბასთუმანში ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ რუსეთის დიდი მთავარი,გიორგი ალექსანდრეს-ძე რომანოვი დასახლდა. მეფისწული ასტრონომიით ყოფილა გატაცებული და მალე აბასთუმანში თავისი მეგობარი, ასტრონომი და სანქტპეტერბურგის პროფესორი, სერგეი გლაზენაპი მიიწვია. Gიორგის სასახლისმახლობლად პატარა გუმბათი ააგეს და გლაზენაპის პეტერბურგიდან ჩამოტანილი ტელესკოპი ამ ნაგებობაში მოათავსეს. პროფესორი ს. გლაზენაპი აბასთუმანში დაკვირვებებს 1893 წლის მაისამდე აწარმოებდა. ამ ხნის განმავლობაში მან ორჯერად ვარსკვლავებზე ჩაატარა 1156 დაკვირვება. დაკვირვებების შედეგების კატალოგის სახით გამოქვეყნების ხარჯები დიდმა მთავარმა გიორგიმ გაიღო.ასე ჩაუყარეს საფუძველი დიდმა მთავარმა და გლაზენაპმა ღამ-ღამობით აბასთუმნის ცაზე პირველი ასტრონომიული დაკვირვებებს.


    რუსეთში დაბრუნებულმა ასტრონომმა აბასთუმნის დაკვირვების შედეგებზესტატია გამოაქვეყნა.1920-იან წლებში,როდესახ ლენინგრადის ასტრონომიულ ინსტიტუტში საბჭოთა კავშირში პირველი ობსერვატორიის დაარსება გადაწყვიტეს,სწორედ გლაზენაპის სტატია გაახსენდათ და უნიკალური ატმოსფერული კლიმატის გამო, ობსერვატორიის მშენებლობისთვის აბასთუმანი შეარჩიეს. Aასტრონომიული დაკვირვებისათვის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ევრაზიის მაშტაბით Dდღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება.


ს. გლაზენაპის აბასთუმნიდან გამგზავრების შემდეგ გიორგი რომანოვი სისტემატურად დადიოდა კოშკში. 1899 წლის ზაფხულში იგი უეცრად გარდაიცვალა და ობსერვატორიამ მუშაობა შეწყვიტა.


   აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს აბასთუმანში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მესხეთის ქედის სამხრეთ განშტოების მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700მ), თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით. Oობსერვატორიის კოორდინატებია: ჩრდილოეთი განედი 41ც 45’ 18.”19 ; აღმოსავლეთ გრძედი: 42ც 49’31.”2



       ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში.


    აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ (Aსტრონომიცალ შოციეტყ ოფ ტჰე Pაციფიც) სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.


    ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, კომეტების, ორჯერადი და ცვალებადი ვარსკვლავების, ვარსკვლავთა გროვების, გარეგალაქტიკური ობიექტების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა, მზე-დედამიწის თეორიული და დაკვირვებითი კვლევები. შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი კალენდარი“ და „ობსერატორიის ბიულეტენი



      ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად. ობსერვატორიის დირექტორია გიორგი ჯავახიშვილი.

    ყანობილის მთა ასტრონომიული დაკვირვებებისათვის უნიკალური მიკროკლიმატით, ჰაერის მაქსიმალური გამჭვირვალობითა და უნიკალური ატმოსფერული პირობებით ხასიათდება. იგი ეკოლოგიურად სუფთა ადგილის ეტალონად მიიჩნევა. დაფარულია წიწვოვანი ტყით. ატმოსფერო მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. ყანობილის მთაზე მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 300-ს, მოწმენდილი ღამეებისა კი 250-ს.

     ბოლო ათწლეულის ქარტეხილებს ამ სახელგანთქმული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების გმირობის ტოლფასად გადაურჩა. იქაურობა ვერც გაძარცვეს და ვერც დაანგრიეს. თავიანთ საქმეზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანებმა აბასთუმნის ობსერვატორია დღევანდელობას ხელუხლებლად შემოუნახეს, მაგრამ იმას, რაც გადარჩა, ახალი საშიშროება ემუქრება. აბასთუმნის ტყეების ჩეხამ, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ის მიკროკლიმატი, რომელიც მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში უნიკალურ ასტროკლიმატად მიიჩნეოდა და, ჯერჯერობით, ისევ მიიჩნევა. ცალკე საკითხია სამეცნიერო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური პრობლემები და ამ პრობლემებისადმი ხელისუფლების აბსოლუტური უყურადღებობა, ობსერვატორიის დირექტორია გიორგი ჯავახიშვილი.


    იმისათვის, რომ ობსერვატორიამ კვლავ მიიბყროს ქართველი მოსახლეობისა და ტურისტების ყურადღება საჭიროა მისი განახლება დასხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.

      აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეწცნიერო კვლევით დაწესებულებას, რომელშიც მიმდინარეობს კვლევები ასტრონომიასა და მის მონათესავე დარგებში. ყურადღება უნდა მიექცეს მას და მას აუცილებლად მოჰყვება დაინტერესება როგორც ქართველი მოსახლეობისგან, ასევე ტურისტების დიდი ნაკადისგან, რაც მომავალში ისევ ჩვენს ქვეყანას გამოადგება...





Комментариев нет:

Отправить комментарий